georgia

georgia
georgia

Thursday, 27 March 2014

წელიწადის დროები

ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაზაფხულის დასაწყისად მიჩნეულია დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზემოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს გაზაფხულის ბუნიობის წერტილში და სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადადის (20 ან 21 მარტი); ამ დროს მთელ დედამიწაზე (პოლუსების არეების გამოკლებით) დღეღამტოლობაა (დღე ტოლია ღამისა); ჩრდილოეთ პოლუსზე იწყება ნახევარი წლის ხანგრძლივობის დღე, სამხრეთ პოლუსზე - ასევე გრძელი ღამე.ეკვატორზე შუადღისას მზე ზენიტში გადის.
 ზაფხულის დასაწყისში მზე არის ცის ეკვატორიდან ყველაზე ჩრდილოეთით, ზაფხულის მზებუდობის წერტილში (21 ან 22 ივნისი, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე უგრძესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე კი – უგრძესი ღამე);
ამ დღეს მზე შუადღისას ზენიტში გადის ჩრდილოეთ ტროპიკზე, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი - სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის).
შემოდგომის დასაწყისში (23 სექტემბერი) მზე ეკვატორს კვეთს შემოდგომის ბუნიობის წერტილში და გადადის სამხრეთ ნახევარსფეროში (დღე კვლავ ღამის ტოლია)
ზამთრის დასაწყისში კი (21 ან 22 დეკემბერი) მზე ცის ეკვატორიდან ყველაზე სამხრეთითაა, ზამთრის მზებუდობის წერტილში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ამ დროს უმოკლესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე - უმოკლესი ღამე. ამ დღეს მზე შუადღისას სამხრეთ ტროპიკზე ზენიტში გადის, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი - ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის). სამხრეთ ნახევარსფეროზე წელიწადის დროის ცვლა ანალოგიურია.

Thursday, 20 March 2014

იტალია

იტალიის დროშა სამფეროვანია. წარმოდგენილია მწვანე, თეთრი და წითელი ვერტიკალური ზოლებით. ამ დროშის ფერებმა ბერლუსკონის მთავრობის გადაწყვეტილებით ერთგვარი კორექტირება განიცადა. მისი ფერები 2003 წელს კანონით ხელახლა განსაზრვრეს. 2006 წელს დროშა განახლებუი ფერებით წარმოადგინეს. ფერთა სიმბოლიკა იტალიის დროშაზე შემდეგნაირად აიხსნება:მწვანე ფერი ბუნების , ლანდშაპტის , თეთრი-ალპური ზონის, კერძოდ მყინვარების, წითელი კი იტალიის გაერთიანებისთვის დაღვილი სისხლის სიმბოლოა,
.რაც შეეხება გერბს, თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავ იტალიის რესპუბლიკას განასახიერებს, რომელიც შრომასა და წარმატებაზე დგას, გარსშემოვლებული მუხისა და ზეთისხილის რტოები სიძლიერისა და მშვიდობის ნიშანია, რომელიც ერთიანდება წითელი ლენტით, რომელზეც იკითხება იტალიის რესპუბლიკა
წრმოდგენილი გერბის პროექტი ეკუთვნის Paolo Paschetto, რომელმაც 1948 გაიმარჯვა კონკურსში
იტალიის ეროვნული ჰიმნი

გერმანია

ერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დროშა ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. ეს არის სამფეროვანი დროშა (შავი-წითელი- ოქროსფერი) თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური ხაზით.ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს.
მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით, რომელსაც ხელთ უპყრია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბი;
ფარს ამშვენებს ქართული, ანუ ივერიული გვირგვინი;
ფარისმტვირთველებით გამოსახულია ოქროს ორი ლომი;
ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავს ვაზის ქართულ სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

ამერიკა

ამერიკა [1][2] (ესპ. Américaპორტ. AméricaფრანგAmériqueკეჩ. Amirikaგუარ. Amérika, აიმ. Amërika, ნიდერლ. Amerika)[3] — ქვეყნის ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში, ასევე ცნობილი, როგორც ახალი მსოფლიო. აერთიანებს ორ კონტინენტსსამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას ახლომდებარე კუნძულებთან ერთად (მათ შორის, გრენლანდიას). ამერიკა დედამიწის ზედაპირის საერთო ფართობის 8,3% მოიცავს (ხმელეთის 28,4%), აქ თავს იყრის მსოფლიო მოსახლეობის 13,5% (დაახლოებით 900 მლნ ადამიანი)

თეთრთავა არწივი (ფსოვი) – ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა.
მე-18ე საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1782- ი წლის 20 ივნისს, თეთრთავა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა გახდა. სიძლიერე და სიმამაცე, სწორედ თეთრთავა არწივის ეს თვისებები გახდა ამ სახეობის არწივის ამერიკის ეროვნულ სიმბოლოდ არჩევის საფუძველი. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა არწივი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში.

თეთრთავა არწივი (ფსოვი) – ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა.
მე-18ე საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1782- ი წლის 20 ივნისს, თეთრთავა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა გახდა. სიძლიერე და სიმამაცე, სწორედ თეთრთავა არწივის ეს თვისებები გახდა ამ სახეობის არწივის ამერიკის ეროვნულ სიმბოლოდ არჩევის საფუძველი. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა არწივი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში.                                                                                                             ამერიკის შეერთებული შტატების დროშაზე წარმოდგენილია 13 პარალელური თეთრ წითელი ხაზი, რომელიც აღნიშნავს აშშ-ს შტატების, (კოლონიების) პირვანდელ რაოდენობას, ხოლო ლურჯ ფონზე გამოსახული 50 ვარსკვლავი კი დღევანდელი შტატების რაოდენობას.

Monday, 10 March 2014

ზამთარი

ზამთარი — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის,იანვრისა და თებერვლის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.
ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს.
მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,



,ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,
იმდენ ხანს დააგვიანა,
ალბათ, ძალიან შორიდან.
აუ, რამდენი ფიფქია,
ფიფქები ქარში მიქრიან,
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.
ეი, ბეღურავ, მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი,
საკენკი გადმოგიყარო,
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.

Thursday, 6 March 2014

ლექსი დედაზე


დედა შენი ამაგი 
ძნელი მოსახდელია
ჩემზე ფიქრებში მრავალჯერ
ღამე გაგთენებია

როცა ავად გავმხდარვარ
თვალზე ცრემლი გდენია
როცა მხიარული ვარ
პირზე ღიმილი გფენია

დედა ჩემო ძვირფასო დედა 
როცა მიყურებ სიხარულით ივსები დედა
მე შენს სიტყვებში სიკეტეს ვხედავ დედა
თმაში ჭაღარა შეგრევია დედა 

წელიწადის დროსავით იცვლები შენცა
ბევრჯერ ვიცი გაწყენინე დედა
მაპატიე რადგან ჯერ პატარა ვარ მეცა

დედა ბოძივით იდექი მედგრად
მე შენს სახეზე ნაოჭებს ვხედავ 
იყავ დღგრძელი დიდ ხანს იცოცხლე 
არ დამიბერდე ჩემო ზვირფასო დედა     

ჩემი ჰობი

ჩემი ჰობია სკოლაში სიარული და კარგად სწავლა,ორბორბლიან ველოსიპედზე სიარული ცურვა.