georgia

georgia
georgia

Thursday, 1 May 2014

france


  საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგRépublique française) — ქვეყანადასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები:ბელგიალუქსემბურგიგერმანიაშვეიცარიაიტალიამონაკოესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი გაერთიანებული სამეფოს ევროგვირაბით უკავშირდება, რომელიც გადის ლა-მანშის სრუტის ქვეშ


საფრანგეთი უდიდესი სახელმწიფოა დასავლეთ ევროპაში, ხოლო სიდიდით მესამე მთლიანად კონტინენტზე. ის ფლობს მეორე ყველაზე დიდ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას. საფრანგეთს აქვს დიდი ძალაუფლება ძლიერი კულტურული, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ზეგავლენით ევროპასა და მთელს მსოფლიოზე.[4] საფრანგეთის ძირითადი იდეალები აღბეჭდილია, XVIII საუკუნეში მიღებულ, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“. XVI-XX საუკუნეებში საფრანგეთი ფლობდა ყველა დროის სიდიდით მეორე უდიდეს კოლონიურ იმპერიას, რომელიც დავდაპირველად მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ინდოეთში, ხოლო შემდგომ ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურაფრიკაში. ის, ასევე, ფლობდა მადაგასკარსინდოჩინეთსგუანჩჟოუვანსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის მრავალ კუნძულს.
საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა[5] და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით აქვს ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ეკონომიკა.[6] საოჯახო ქონების მონაცემით საფრანგეთი უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში და მეოთხეა მსოფლიოში.[7] მთლიანი შიდა პროდუქტისმიხედვით მას მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოში. საფრანგეთს ყველაზე ხშირად სტუმრობენ, ის ყოველწლიურად 83 მილიონ უცხოელ ტურისტს [8]
მასპინძლობს.

საფრანგეთს გააჩნია მეექვსე უმსხვილესი სამხედრო ბიუჯეტი[9] და 29-ე უდიდესი არმია მსოფლიოში. ის ფლობს ბირთვული იარაღის მესამე უდიდეს მარაგს მსოფლიოში[10] და სიდიდით მეორე დიპლომატიურ კორპუსს აშშ-ის შემდეგ.[11] საფრანგეთი არის გაეროს დამფუძნებელი წევრი, ასევე უშიშროების საბჭოსხუთიდან ერთ-ერთი მუდმივი წევრი და წევრი საერთაშორისო ორგანიზაციებისა: ფრანკოფონიადიდი რვიანიდიდი ოცეულინატოOECDWTO და ლათინური კავშირი. გარდა ამისა, ის არის ევროპის კავშირის დამფუძნებელი და მოწინავე წევრი, ამასთან ფართობით მისი უდიდესი სახელმწიფო. 2013 წლისთვის საფრანგეთს მეოცე ადგილი ეკავა მსოფლიოში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, ხოლო, 2012 წელს, 22-ე – კორუფციის აღქმის ინდექსით.